საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლა

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტისა და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, 2023 წლის 13-15 ოქტომბერს კაჭრეთში გაიმართა „ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლა“.

 

სკოლაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 10 სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის 26 სტუდენტმა, რომლებმაც გაიღრმავეს ცოდნა ინოვაციური მართლმსაჯულების მიმართულებით.

 

ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლა გახსნეს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, გიორგი დგებუაძემ და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ. პროექტის ფარგლებში თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა - ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი დგებუაძემ; ასოცირებულმა პროფესორმა მორის შალიკაშვილმა; ასოცირებულმა პროფესორმა სერგი ჯორბენაძემ; ლექტორმა, სამართლის დოქტორანტმა მარიკა ტურავამ და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენლებმა - ავსტრალიელმა მრჩეველმა საზოგადოების ჩართულობის საკითხებში თიმ ბუნიევაცმა; საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სპეციალისტმა მარიამ გობრონიძემ და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საკითხებში მრჩეველმა ირაკლი გელოვანმა წარმოადგინეს მოხსენებები. სკოლაში ასევე მონაწილეობდნენ მართლმსაჯულების ინოვაციების ცენტრის სასამართლო განათლებისა და ლიდერობის პროგრამის დირექტორი დანიელ პიუ; ამავე ორგანიზაციის უფროსი მკვლევარი სრუთი ნარაჰარისეტი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მინესოტადან ენ მაკქიგმი.

 

განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: იურიდიული განათლების როლი ინოვაციურ მართლმსაჯულებაში, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმები, აღდგენითი მართლმსაჯულება, ჰიბრიდული იურისდიქცია, ტექნოლოგიების როლი სამართალში, ინოვაციები სასამართლოს მმართველობასა და მენეჯმენტში და სხვ.

 

„ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლას“ ხელმძღვანელობდნენ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი გიორგი დგებუაძე და ლექტორი, სამართლის დოქტორანტი მარიკა ტურავა, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ავსტრალიელი მრჩეველი საზოგადოების ჩართულობის საკითხებში თიმ ბუნიევაცი და ამავე პროგრამის საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სპეციალისტი მარიამ გობრონიძე.

 

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამასთან თანამშრომლობის ფარგლებში მომავალშიც გეგმავს „ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლის“ ჩატარებასა და სხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

თარიღი: 19/10/2023